იყიდება აუქციონზე  დაბა ზაჰესში მდებარე უძრავი ქონება

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქალაქ თბილისში, დაბა ზაჰესში მდებარე 1 231 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა (ს/კ N72.12.01.804). უძრავი ქონების საწყისი ფასი 62 000 ლარს შეადგენს.

აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://www.eauction.ge/Home/EntityView/541113

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ  სააგენტოს ცხელ ხაზზე:  (+995) 32 298 11 11.