სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა მცხეთაში, სოფელ წოდორეთში მდებარე 2000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ N72.16.03.621). უძრავი ქონების საწყისი ფასი 120 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/541286
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11.