უცხოელები ოფშორებიდან, რომლებიც ლონდონში მდიდრულ სახლებს ფლობენ, იძულებულები იქნებიან საკუთარი ვინაობა გაამხილონ.
წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ჯარიმები ან თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი ფულის გათეთრებასთან ბრძოლის წინააღმდეგ - წერს გამოცემა The Guardian.
დოკუმენტის თანახმად, უცხოური კომპანიები, რომლებიც ბრიტანეთში უძრავ ქონებას ფლობენ, ვალდებულნი გახდებიან დაასახელონ ამ ქონების ნამდვილი მფლობელები. ხოლო ისინი, ვინც რეგისტრაციის გავლაზე უარს იტყვიან, ან მისცემენ ცრუ ინფორმაციას, დასჯიან ჯარიმით ან ორი წლით თავსუფლების აღკვეთით. ქონების ფაქტიური მფლობელის დასახელების გარეშე მისი გაყიდვისა და გაქირავების შემთხვევაში შესაძლოა, პატიმრობა 5 წლამდეც გაიზარდოს.
ჩნდება კითხვა - რატომ გადაწყვიტეს ბრიტანეთის ხელისუფლებაში ამგვარი რეგულაციების შემოღება? ლონდონის იურიდიული კომპანიის Gololobov & Partners-ის ხელმძღვანელის დიმიტრი გოლობოვის განცხადებით, ამ კანონპროექტის მთავარი მიზანია დაავალდებულოს ყველა გადაიხადოს გადასახადი ქონების შეძენის ან მისი გაყიდვის შეთხვევაში.
„მგონია ესაა ძირითადი მიზანი, ხოლო განცხადებული მიზეზი, რომ მათ სურთ გაიგონ, ვინ და რა ქონებას ფლობს, მხოლოდ მიზეზია, რადგან რეალური მფლობელების უმეტესობა მათთვის დიდი ხანია კარგად არის ცნობილი და ეს რაიმე განსაკუთრებულ საიდუმლოს არ წარმოადგენს. ამიტომ მგონია, რომ აქ მთავარი მიზანი გადასახადეის ამოღებაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ბიუჯეტისთვის ცოტა ფული ნამდვილად არ მოაქვს“ - აცხადებს გოლობოვი.
რა ემუქრებათ იმ პირებს, რომელთა ბრიტანული უძრავი ქონება ოფშორებიდანაა გაფორმებული? Forward Legal-ის ადვოკატის ალექსეი აკრპენკოს განცხადებით, უმეტესობა იმ ადამაინებისა, რომლებმაც დიდ ბრიტანეთში ქონება დიდი ხნის წინ შეიძინეს, მაშინ როცა ფულის წარმომავლობის მტკიცება არ იყო სავალდებულო, მათ ნამდვილად გაუჩნდებათ სერიოზული პრობლემები, იმიტომ რომ მოუწევთ საკუთარი ვინაობის გამხელა.
„ისინი მიიღებენ უწყებას თანხის წარმოშობის დადგენის შესახებ. ჯამში კი საქმე შესაძლოა, მივიდეს სასამართლო გარჩევამდე, შედეგად კი საქმე მივა ქონების კონფისკაციამდე და ფულის კრიმინალური წარმომავლობის დადგენამდე. კრიმინალურ წარმომავლობად კი ითვლება თანხა, რომელიც ქრთამის სახით არის მიღებული და არა ლეგალური ბიზნესიდან. უმეტესობა ქრთამისა კი ამ პირების ოფშორულ ანგარიშებზე ირიცხებოდა. თუ ეს დამტკიცდა, საქმე მივა ქონების კონფიქსკაციამდე“ - აცახდებს ადვოკატი.
როგორც The Guardian წერს, სამი წლის წინ დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ განაცხადა, რომ უცხოური კრიმინალური დაჯგუფებები იყენებდნენ ოპერაციებს ბრიტანული უძრავი ქონების გამოყენებით, რათა მოეხდინათ მილიარდობით გირვანქა სტერლინგის გათეთრება.
კოკა კვირკველია