10 საუკეთესო კუნძული დასვენებისთვის - Travel & Leisure-ის რეიტინგი

გამოცემამ Travel & Leisure ყოველწლიური შემაჯამებელი კვლევა გამოაქვეყნა, რომლითაც ტურისტების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი 10 საუკეთესო კუნძული გამოვლინდა.

აღნიშნული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:

1. იავა, კუნძლი ინდონეზიაში, სადაც ტურისტებს ყველზე მეტად ტაძარი ბორობუდური იზიდავს. ტაძარი იუნესკოს ყველაზე მნიშვნელოვანი არქიტექტორული და ისტორიული ძეგლების სიაშია შეყვანილი.

2. ბალი, კუნძული ასევე ინდონეზიაში, რომელიც განთქმულია ეკოლოგიური პლაჟის ტურიზმით, სეფრინგით და აშ.

3. ლომბოკი, კუნძლი ინდონეზიაში. აქ ტურისტებს ყველაზე მეტად თვალწარმტაცი სანაპირო, ვულკანები, მთის მდინარები და ჩანჩქერები იზიდავს.

4. მალდივები, რომელიც მდებაროებს სამხრეთ აზიაში. მალდივების ეკონომიკის ძირითადი მიმართულება ტურიზი და აქიდან მიღებული შემოსავალებია. მალდივებზე გვხდება, პლაჟები, მაღალი კლასის სასტუმროები და ულამაზესი ბუნება.

5. უაიჰეკე, კუნძული ახალ ზელანდიაში. კუნძული საკურორტოა , სადაც დამსვენებელს საზღვაო ნაკრძალი, ზღვის ჭაობები, სანაპირო ზონები და დაბალი ტყის კუნძულები იზიდავს.

6. პალავანი, კუნძული ფილიპინებში, რომელიც აღიარებულია როგორც სამოთხე. აქ განსაკუთრებით ცნობილია მიწისქვეშა მდინარე.

7. მავრიკი, კუნძული აღმოსავლეთ აფრიკაში. ის ცნობილია საქორწილო ტურებით, თევზაობია და საკურორტო ზონებით.

8. სებუ, კუნძული ფილიპინებში. კურორტი ცნობილია კლუბებითა და საკურორტო ზონებით . აქ ტურისტებს ასევე იზიდავს მრავალფეროვანი ატრაქციონები.

9. პაროსი, საბერძნეთის უდიდესი ისტორიული მემვიდრეობა, რომელიც უამრავ არქიტექტორულ და ისტორიულ ძეგლებს ინახავს.

10. ტასმანია, ავსტრალია - აქ ხელისუფლება მაქსიმალურად ხელს უწყობს კუნძულზე ყოველწლიური ღონისძებებისა და ყოველწლიური ფესტივალების ჩატარებას.

ნინი ქეთელაური