რუსეთმა საკუთარი ოფშორები შექმნა - რას სთავაზობს იგი კომპანიებს?

რუსეთის სახელმწიფო დუმამ სპეციალური ადმინისტრაციული რაიონების - ფაქტობრივად ოფშორების - ჩამოყალიბების შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.ადმინისტრაცული რაიონები კუნძულებზე - რუსკი და ოკტიაბრსკი შეიქმნება. ბიზნესს საგადასახადო და სხვა სახის შეღავათებს სთავაზობენ.

ოფშორების შესახებ ჯამში 7 კანონპროექტია მომზადებული. ისინი პარლამენტში 15 ივნისს შეიტანეს, მათი პირველი მოსმენა 18 ივლისს გაიმართა. მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში მნიშვნელოვანი შესწორებები იქნა შეტანილი. "ინტერფაქსის" ინფორმაციით, მათი მომზადება დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. მათი დამტკიცება კი პლენარული სხდომის წინ, 25 ივლისს დილით დახურულ რეჟიმში მოხდა.

გამოცემა "ვედომოსტი" შესწორების მთავარ არსს განმარტავს - კანონში ჩაწერილი უნდა იყოს, რომ ოფშორში დარეგისტრირებას მხოლოდ უცხოური იურიდიული პირი შეძლებს. პირველი მოსმენისას დაკონკრეტებული არ იყო, რომ ეს უცხოური კომპანია უნდა ყოფილიყო, რამაც გამოცემის თქმით, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკი შეაშინა, რომელიც ხელისუფლებას რუსული კომპანიების მასობრივ ხელახალ რეგისტრაციაზე აფრთხილებდა.

BBC-ის რუსული ბიუროს განმარტებით, რუსეთში ოფშორები იმისთვის შეიქმნა, რომ რუსმა ბიზნესმენებმა საზღვარგარეთ არსებული აქტივების ხელახალი რეგისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატების სანქციების ახალი ტალღის ფონზე შეძლონ, რომლებიც აპრილის დასაწყისში ოლეგ დერიპასკას და ვიქტორ ვექსელბერგის ბიზნესებს შეეხო.

ოფშორებით სარგებლობისთვის დარეგისტრირებიდან ნახევარი წლის განმავლობაში სულ მცირე 50 მილიონი რუბლის, თითქმის 800 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებაა აუცილებელი. კანონპროექტის პირველი მოსმენისას არც ეს თანხა ყოფილა დაკონკრეტებული. 

(იხილეთ გაგრძელება)