„თიბისი ბანკის“საბარათე მომსახურებაზე ტექნიკური შეფერხება აღმოიფხვრა.
„თიბისი ბანკში“ აცხადებენ, რომ ბანკომატებიდან თანხის გატანა დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში შეფერხებული იყო.
როგორც ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, შეფერხება ტექნიკური ხარვეზით იყო გამოწვეული.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის პრობლემა მოგვარებულია და თანხის განაღდება უკვე ყველა ბანკომატიდან არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის“ ბარათების მომსახურებაზე ხარვეზი დღეს საღამოს დაფიქსირდა. ბარათიდან თანხის განაღდება შეუძლებელი იყო როგორც ბანკომატებში, ასევე არ მუშაობდა არც პოს-ტერმინალები.