გაეროს წევრი 80-ზე მეტი ქვეყანა ორგანზაიციაში საწევრო გადასახადის შეტანას აფერხებს, შედეგად კი ორგანიზაცია ფინანსური პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც გადასახადი შეიტანეს, 112-ია და მათი შენატანის საერთო რაოდენობა 1,5 მილიარდი დოლარია.
როგორც გაეროს განცხადებაში წერია, იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებსაც ჯერ არ გადაუხდიათ გადასახადი 81-ია და მათ შორის არის საუდის არაბეთი, ბელარუსი, ეგვიპტე, ირანი, ტაჯიკეთი და აშშ-იც კი. მათ მიერ გადასახადი თანხის მოცულობა კი 810 მილიონი დოლარია.გაეროს რეგულარულ ბიუჯეტში თითოეული ქვეყნის შენატანი იანგარიშება გაეროს საერთო ხარჯებიდან. შენატანის მოცულობას ყოველ სამ წელიწადში ორგანიზაცია გენერალურ ასამბლეაზე განსაზღვრავს და მას საფუძვლად უდევს სახელმწიფოთა გადახდისუნარიანობა. ამჯამინდელი გათვლებით ორგანიზაციის საერთო შენატანების 22% მოდის აშშ-ზე, იაპონიაზე - 10%, გერმანიაზე - 7%, ჩინეთზე - 7,9%, რუსეთზე კი 3%.
ორგანიზაცია აქვე დასძენს, რომ როგორც წესი აშშ-ს საწევრო ყოველი წლის ოქტომბერ-ნოემბერში შეაქვს.
კოკა კვირკველია