ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „გასაოცარი“ უწოდა აშშ-ს მშპ-ს ზრდის ტემპებს. საუბარია მიმდინარე ფინანსური წლის მეორე კვარტალზე.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ტრამპის განცახდებით მათ შეძლეს ეკონომიკური ზრდის ისტორიული მასშტაბებისთვის მიეღწია.
როგორც ცნობილია აშშ-ს მშპ მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში 4,1%-ით გაიზარდა, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია 2014 წლის შემდეგ. იანვარ-მარტში ეს ზრდა 2,2% იყო.
სამომხმარებლო ხარჯები, რომელზეც მოდის აშშ-ს მშპ-ს 70%-ზე მეტი, მეორე კვარტალში გაიზარდა 4%-ით, რამაც ქვეყნის ეკონომიკა 2,7%-ით გაზარდა. ამერიკის ეკონომიკის წლიური ზრდის ტემპების დაანგარიშებით მისი მოცულობა ამ დროისთვის 20 ტრილიონ დოლარს აღემატება.
კოკა კვირკველია