„დიდი ოცეულის“ ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა სოფლის მეურნეობაში პროტექციონისტული ზომების გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვეს.მათი პოზიციით, ეს მსო-ს წესებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც შაბათს ბუენოს აირესში გაავრცელეს.
ქვეყნებმა დაამტკიცეს ვალდებულება, გაატარონ სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები იმ რეკომენდაციებთან და ნორმებთან შესაბამისობაში, რომლებიც დადგენილია საერთაშორისო დონეზე. „ჩვენ ასევე ავირიდებთ ყველა არასასურველ წინაღობას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საერთაშორისო ვაჭრობას“ - ნათქვამია განცახდებაში.
არგენტინის აგროინდუსტრიის მინისტრმა ლუის მიგელ ეტჩევერემ განაცხადა, რომ შეხვედრის მონაწილეებმა კონსესუსს მიაღწიეს. „მე მოხარული ვარ, რომ ჩვენი ამერიკელი და სხვა კოლეგები დოკუმენტის დებულებას ეთანხმებიან“, - განაცადა მინისტრმა.
კოკა კვირკველია