თურქეთი ირანულ გაზზე უარის თქმას არ აპირებს

ამერიკის სანქციების გამკაცრების მიუხედავად თურქეთი ირანიდან გაზის მიწოდებაზე უარის თქმას არ აპირებს.CNN Turk-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

„მე ადრე ვეუბნებოდი ექს-პრეზიდენტ ობამას, გვაპატიეთ, მაგრამ ჩვენ ვყიდულობთ გაზს ირანიდან. სად უნდა შევიძინო ის თუ არა ირანისგან? მის გარეშე ჩემი მოქალაქეები ზამთარში გაიყინებიან და მაშინ რა უნდა ვქნათ? იგივე სიტყვები მე გადავეცი დონალდ ტრამპსაც“ ,- განაცხადა პრეზიდენტმა .

25 ივლისს ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა არ მიიღებს მონაწილეობას ირანის წინააღმდეგ სანქციებში. მისი განცხადებით, აშშ-ს სურვილი, გაწყვიტოს ირან-თურქეთის სტატეგიული ურთიერთობა, თავისუფლების აღქმის პრინციპს ეწინააღმდეგება. თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ანკარა არ გეგმავს რაიმე სახის ზომის მიღებას ირანის წინააღმდეგ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი არ მიესალმება ირანის წინააღმდეგ სანქციების განახლებას.

კოკა კვირკველია