2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში 4 941 ნებართვაა გაცემული, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4 პროცენტით ნაკლებია.ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ნებართვები გაიცა ჯამში, 2 995.9 ათასი კვ.მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,8 პროცენტით მეტია.
გაცემული ნებართვების 72,4 პროცენტი ქვეყნის 3 რეგიონზე მოდის. კერძოდ, 46.8 პროცენტი თბილისზე, 14.3 პროცენტი – აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაზე, ხოლო 11.3 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე ნაწილდება.