მშენებლობის საწარმოებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მდგრადი მიწის ნაკვეთის, სასურველი საინჟინრო-გეოგრაფიული მდებარეობის შერჩევას - ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისში მამა დავითის ქედის (ანტიკლინის) ჩრდილოეთი ფერდობია, რომელზეც „მეტრა პარკია“ გაშენებულიამის შესახებ განცხადებას „მეტრა დეველოპმენტი“ ავრცელებს. კომპანიის სპეციალისტების თქმით, ამ ადგილის სეისმომდგრადობის შესახებ დასკვნა 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტმა დადო. „მეტრა დეველოპმენტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველო სეისმურად აქტიურ ისეთ ზონაში მდებარეობს, სადაც მაგნიტუდით 7-ზე მეტი მიწისძვრა არ დაფიქსირებულა.
ამის მიუხედავად, ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო მიწისძვრის შემდეგ, აქტიურდება ხოლმე მომხდარის შეფასებები და „პროგნოზები“ შესაძლო დამანგრეველი მიწისძვრების შესახებ.
თბილისის, ისევე როგორც ნებისმიერი ქალაქის, განაშენიანების შემთხვევაში, არქიტექტორები და კონსტრუქტორები კვლევებით მიღებული სეისმორისკების შესაბამის ნაგებობებს აშენებენ, მაგრამ რა უფრო მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში – შენობის კონსტრუქციის სეისმომდგრადობა თუ მშენებლობისთვის კარგი საინჟინრო-გეოგრაფიული ზონის შერჩევა?
საინჟინრო-სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უმნიშვნელოვანესია ისეთი სიღრმისეული კვლევის ჩატარება, როგორიცაა ქანების შედგენილობის, სტრუქტურის, ტექსტურის შესწავლა, ნაგებობისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთქმედების შედეგად განვითარებული პროცესებისა და მოვლენების პროგნოზისა და მათი მავნე გავლენის თავიდან აცილების მეთოდების შემუშავება.
მიწისძვრის პროგნოზირება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია და ამას მსოფლიოს წამყვანი სეისმოცენტრები და სეისმოლოგები მუდმივად ადასტურებენ. მეცნიერები ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობენ ტექნოლოგიების გამოყენებით ამ პრობლემის გადაჭრას, თუმცა კომპანია „მეტრა დეველოპმენტის“ ინჟინრები აცხადებენ, რომ მშენებლობის საწარმოებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს მდგრადი მიწის ნაკვეთის, სასურველი საინჟინრო-გეოგრაფიული მდებარეობის შერჩევას. ერთ-ერთი ასეთი ადგილი თბილისში მამა დავითის ქედის (ანტიკლინის) ჩრდილოეთი ფერდობია, რომელზეც „მეტრა პარკია“ გაშენებული.
კომპანიის სპეციალისტების თქმით, ამ ადგილის სეისმომდგრადობის შესახებ დასკვნა 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ. წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტმა დადო. აღნიშნულ დასკვნას „მეტრა დეველოპმენტის“ სპეციალისტები იმის გამოც ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას, რომ ის სამშენებლო არეალის ზოგად გეოლოგიურ სურათსაც იძლევა. ასეთი დოკუმენტის გათვალისწინებით, გამოირიცხება მოძრავ ქანებზე, მეწყერსაშიშ ზონებში მშენებლობა, რაც, თავის მხრივ, უსაფრთხოების გარანტია თითოეული მცხოვრებისთვის.
გარდა შენობების მდგრადობისა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს შენობებში არსებული ბინების ბუნებრივ განათებას. კარგი არქიტექტურა ყოველთვის ორიენტირებულია სივრცის განათებაზე, რადგან ის საცხოვრებლად ჯანსაღ გარემოს უზრუნველყოფს. ბუნებრივი განათება უფრო სწრაფად აჯანმრთელებს სნეულს, ამცირებს სტრესულ გარემოს და ზრდის პროდუქტიულობას. მიუხედავად იმისა, რომ არქიტექტურაში სავალდებულო მოთხოვნა წლებია, აღარ არის ინსოლაცია, „მეტრა პარკში“ საცხოვრებელი სახლები ისეა დაპროექტებული, რომ ყველა ბინის ფანჯრები გადის შენობის ფასადზე, რაც ბუნებრივ ინსოლაციას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.