ამერიკის ხაზინის მდივნის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა კარგ მდგომარეობაშია და მისი ზრდა 3%-ს შეადგენს.
მისივე თქმით, ეს ზრდის ტემპი შენარჩუნდება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაშიც.
როგორც მნუჩინმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, მათ შეუძლიათ პროგნოზების გაკეთება მომდევნო რამდენიმე წელიწადზე, „მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად გვაქვს ამ მიმართულებით. აქ საუბარი არ არის ერთი ან ორი წლით ზრდის ფენომენზე, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვიმყოფებით მდგრადი ზრდის პერიოდში და ქვეყნის მშპ სულ ცოტა 3%-ით გაიზრდება ყოველწლიურად მომდევნო 4-5 წელიწადის განმავლობაში“, - განაცხადა მნუჩინი.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ქვეყნის ფედერალური სარეზერვო სისტემა არ იქონიებს ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. მისი თქმით, ფედრეზერვი იმოქმედებს ძალიან ფრთხილად, ვინაიდან ელოდება წლიურ 2%-იან ინფლაციას და სავარაუდოდ, საპროცენტო განაკვეთის აწევა ძალიან უმნიშვნელოდ მოხდება.
კოკა კვირკველია