"სტარტაპ გრაინდი" გლობალური ქსელია, რომელიც აერთიანებს სტარტაპის დამფუძნებლებს, ადამიანებს, რომელთაც სურთ სტარტაპის შექმნა, არსებულისთვის დაფინანსების მოძიება და ა.შ. "სტარტაპ გრაინდ თბილისი" გლობალური საზოგადოების წევრია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონ ადამიანს აერთიანებს.
ღონისძიების პირველი და ბოლო საათი სხვებთან კავშირის დამყარებისათვის, მეგობრების შეძენისა და ერთმანეთის დასახმარებლად გზების მოძიებისათვისაა გამოყოფილი, რაც ძლიერი და წარმატებული სტარტაპ საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის გადამწყვეტი ფაქტორია.
მოდი, რომ შეხვდე უცხო ადამიანებს ან გაიგო სიახლე მათგან, ვისაც უკვე იცნობ! იყავი მზად იმისათვის, რომ გაიგო, თუ როგორ შეგიძლია სხვების დახმარება! ეს შეიძლება ისეთი მარტივი იყოს, როგორც ფეისბუქ პოსტის დარეკლამება, ან პრობლემის გადაჭრაში დახმარება, ან კარგი თანამშრომლის პოვნა.
მოდი, შემოგვიერთდი გემრიელ საკვებსა და სასმელზე და ჩაერთე საინტერესო საუბრებში, ჩვენი სტარტაპ საზოგადოების ფორმირებასთან დაკავშირებით!
ამ თვეში "სტარტაპ გრაინდზე" განსაკუთრებული სტუმარი გვყავს. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის საქართველოს ყველაზე წარმატებული სტარტაპის დამფუძნებელი. ჯორჯ არისონი (ირაკლი არეშიძე) ქართველი ანტრეპრენერია სან ფრანცისკოში, მან დაარსა Shift Technologies, რომელმაც $110,000,000 მეტი ინვესტიცია მოიზიდა. წლევანდელი ინვესტიციის შემდეგ კი, ეს რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.
Shift გაყიდვების ონლაინ პლატფორმაა მეორადი მანქანებისათვის. მის დაარსებამდე, 2007 წელს არისონი Taxi Magic-ის თანადამფუძნებელი იყო, რომელიც დღესდღეობით ცნობილია როგორც Curb. ეს კი ტაქსის სერვისის ცნობილი ონლაინ აპლიკაცია იყო Uber-ამდე!
ჯორჯ არისონი Google-ში პროდუქტის მენეჯერად მუშაობდა, სადაც მან კარგი ცოდნა და კავშირები შეიძინა. იგი ასევე მუშაობდა ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფში. შესაბამისად, არისონი ამ უმდიდრეს გამოცდილებას და სილიკონ ველის უამრავ კავშირებს საქართველოს უზიარებს!
შეხვედრა 6 აგვისტოს საღამოს 18:00 საათზე დაიწყება სასტუმრო "სტამბაში" (კოსტავას ქ.#14)
ღონისძიების განრიგი: 18:00 საათი - ნეთვორქინგი საჭმლის და სასმელების თანხლებით
19:00 საათი - სპიკერის გამოსვლა (ინგლისურ ენაზე)
20:00 საათი - ნეთვორქინგი სასმელების თანხლებით
R