ევროკავშირმა სანქციები დაუწესა იმ რუსულ კომპანიებს, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ქერჩის ხიდის მშენებლობაში.შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა.
„ევროკავშირი ქერჩის ხიდის მშენებლობას განიხილავს, როგორც ქმედებებს, რომელიც მიმართულია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შერყევაზე“, - ნათქვამია ევროკავშირის გადაწყვეტილებაში.
ევროკავშირის სანქციები შემდეგ კომპანიებს შეეხება: ПАО "Мостотрест", ООО "Стройгазмонтаж", АО "Институт Гипростроймост - Санкт-Петербург", АО "Судостроительный завод "Залив", ООО "Стройгазмонтаж - Мост", АО "ВАД".
სასანქციო ზომები ითვალისწინებს აღნიშნული კომპანიების ევროკავშირში აქტივების გაყინვას.