ქორწინება წყვილისთვის ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ ყველა ცდილობს, ქორწილის დღე განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყოს. ქორწილის სპეციალისტის მიერ ორგანიზება და დაგეგმვა უცხოეთში მიღებული მეთოდია.თუმცა, ბოლო წლებში საქართველოში ეს ტენდენციაც ფეხს იკიდებს და პოპულარული ხდება.
ამჯერად allnews.ge დაინტერესდა, რა ჯდება თბილისსა და მის შემოგარენში ქორწილის ღია ცის ქვეშ გადახდა.
ერთ-ერთი ქართული კომპანია weddingstory.ge წყვილებს სთავაზობს ხელის მოწერის ცერემონიალს სპეციალური პროგრამით, რომლის ღირებულებაც 800 ლარს შეადგენს. ცერემონიალის ადგილმდებარეობა ლისის მიმდებარე ტერიტორიაა.
მომსახურებაში შედის დიზაინერის მომსახურება, რომელიც ბაღს, სკამებს, მაგიდას და თაღს გაგიფორმებთ. ცერემონიალზე მაქსიმუმ 80-მდე ადამიანის დასწრება შეიძლება.
გარდა ამისა, ამ ფასში შედის ხელნაკეთი აქსესუარები, რომელიც ფოტოსესიისას გამოიყენება. კომპანია ასევე დაგეხმარებათ ცერემონიის მუსიკალური გაფორმების ორგანიზებაში, როგორიცაა დინამიკები და მიკროფონი. ქორწილში ერთ-ერთი მთავარია კარგი წამყვანი, ამიტომ კომპანია ერთ-ერთ თქვენს მეგობარს სწორედ ამისთვის მოამზადებს. იმ შემთხვევაში, თუკი ხელის მოწერის ცერემონიალზე გსურთ, რომ ტკბილეულების მაგიდაც იყოს, დამატებით 200 ლარის გადახდა მოგიწევთ.
კომპანია weddingarea.ge წყვილებს ხელის მოწერის ცერემონიალის დაგეგმვას საგურამოსა და წყნეთში სთავაზობს და მისი ფასი 850 ლარს შეადგენს.
საგურამოს არჩევის შემთხვევაში აღნიშნულ თანხაში თქვენ მიიღებთ დეკორაციას, მუსიკალური გაფორმებას, ხმის გამაძლიერებელს, ფოტოსესიისთვის გამოყოფილ ადგილს, ასევე სურვილების სივრცეს, ფურშეტს, წამყვანის მომსახურებას და ტერიტორიაზე უფასო შესვლას.
რაც შეეხება წყნეთს, მომსახურებაში შედის: დეკორაცია (სრულად), მუსიკალური გაფორმება, ხმის გამაძლიერებელი, ფოტოსესიის სივრცე, სურვილების სივრცე, ფურშეტი, წამყვანი და ფოტო ინვენტარი.
ცნობისთვის, ხელის მოწერის ცერემონიალს ფორმალური სახე არ ექნება და ამისთვის ხელის მოწერა მანამდე შეგიძლიათ. ან ნოტარიუსის მომსახურება ადგილზე შეგიძლიათ, რომელიც 170 ლარი ღირს. იხილეთ სრულად