ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის განცხადებით, მისი ქვეყანა არ აპირებს რეგიონში დაძაბულობის ზრდას, თუმცა იტოვებს უფლებას ნავთობის ექსპორტზე.ამის შესახებ რაოუჰანის განცხადებაში წერია, რომელიც ირანის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ისლამური რესპუბლიკა არასოდეს იღწვოდა რეგიონში დაძაბულობისთვის და არ სურს პრობლემების შექმნა საერთაშორისო აკვატორიებში (საიდანაც მიმდინარეობს ნავთობპროდუქტების ექსპორტი), თუმცა უარს არ იტყვის საკუთარ უფლებაზე ნავთობის ექსპორტთან დაკავშირებით“, - აცხადებს როუჰანი.
კოკა კვირკველია