წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით.ეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახეა, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით“ შემოდის და ის დღეიდან ამოქმედდა.
წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და უსაფრთხოების წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
ამასთან, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ დაემატა ხანძრის ჩაქრობისათვის აუცილებელი საშუალების - ჰიდრანტის გამოყენების უზრუნველყოფისათვის სამართალდარღვევის სახე. კანონით დადგინდა წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის პასუხისმგებლობა, რომლის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისათვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000-დან 5 000 ლარამდე. აღნიშნული პასუხისმგებლობა წყალსადენის ქსელის მფლობელს და ექსპლუატაციის გამწევ ორგანიზაციას იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ მიღებული აქვს მიწერილობა სახანძრო ჰიდრანტების დაზიანების-ტექნიკური გაუმართაობის შესახებ და მასში მითითებულ გონივრულ ვადაში არ აღმოუფხვრია დაზიანება/გაუმართაობა.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა და ძალაში დღეს შევიდა.