Huawei-მ სმარტფონების გაყიდვებით Apple-ს გაუსწრო

ჩინურმა კომპანია Huawei-მ 2018 წლის მე-2 კვარტალში გაყიდული სმარტფონების რაოდენობით Apple-ს გაუსწრო და მეორე ადგილზე გავიდა. ამის შესახებ საუბარია International Data Corporation-ის (IDC) ანგარიშში.

71,5 მილიონი გაყიდული სმარტფონით პირველ ადგილზე არის კორპორცია Samsung-ი. მისი წილი არის 20,9%. Huawei-მ 54,2 მლნ სმარტფონი გაყიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის შედეგებს 40,9%-ით აღემატება. შედეგად ბაზრის 15,8% დაიკავა.

რაც შეეხება Apples-ს, ანგარიშის მიხედვით, კორპორაციამ აპრილ-ივნისში 41,3 მლნ სმარტფონი გაყიდა. მართალია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით Apple-ს გაყიდვები 11,8%-დან 12,1%-მდე გაიზარდა, თუმცა ეს არ გახდა საკმარისი იმისათვის, რომ კორპორაციას მეორე ადგილი არ დაეკარგა.

მსოფლიოში მეორე კვარტალში მთლიანად 342 მლნ სმარტფონი გაიყიდა, რაც 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,8%-ით ნაკლებია.

„Huawei-ის განუხრელი ზრდა შთამბეჭდავია, მარტივად რომ ვთქვათ, ისევე როგორც მისი უნარი, შევიდეს იმ ბაზრებზე, სადაც ამ ბრენდს დიდწილად არ იცნობდნენ", - აღნიშნა IDC-ის ანალიტიკოსმა რიან რეითმა.

ამასთან, Huawei ერთ-ერთია იმ რამდენიმე კომპანიას შორის, რომელიც 5G-ისთვის საჭირო უნარების განვითარებას ცდილობს. თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უარს ირტყვიან ან აკრძალავენ Huawei-ს სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის გამოყენებას, ეს მნიშვნელოვანი დაბრკოლება იქნება კომპანიისთვის, რომ გახდეს მსოფლიო ლიდერი 5G ტექნოლოგიაში.