აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

დღეს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა.

„მოთხოვნამ შეადგინა 95 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.160 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.115 პროცენტით განისაზღვრა“, - ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.