„წამლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას ვსწავლობთ“

წამლების ხელმისაწვდომობის ზრდაზე მთავრობა რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას სწავლობს

- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განუცხადა.

„წამლებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის რამდენიმე ინსტრუმენტი არსებობს, მათ შორისაა მოგების რეგულირება. თუმცა, თუ არ გაქვს წვდომა მწარმოებლის ფასზე, მხოლოდ მოგების ფასის რეგულირებას აზრი არ აქვს. ჩვენ ამაზე გვაქვს მსჯელობა, ვაანალიზებთ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც იქნება მოსახლეობისთვის ოპტიმალური.“-აღნიშნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სასიცოცხლოდ აუცილებელ, დაახლოებით 300-400 დასახელების მედიკამენტზე ფასის რეგულირება უნდა მოხდეს.

ქრისტინე გამთენაძე