Apple გახდა მსოფლიოში პირველი კომპანია, რომლის ღირებულებამ ერთ ტრილიონს მიაღწია.
ამ მხრივ მან დაამარცხა ისეთი კონკურენტები, როგორებიც არიან Amazon-ი და Microsoft-ი, რომელთა ღირებულებაც ბირჟაზე ასევე ტრილიონს უახლოვდებოდა.
მას შემდეგ, რაც 2007 წელს პირველი iPhone გამოვიდა, Apple-ს აქტივების მოცულობა 1,100%-ით გაიზარდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 1980 წელს კომპანია დაარსდა, მისი აქტივების მოცულობამ 50 000%-ით იმატა.
Apple 1976 წელს სტივ ჯობსმა შექმნა, მან თავდაპირველად სახელი გაითქვა Mac-ის პერსონალური კომპიუტერებით, ხოლო მოგვიანებით კიდევ უფრო პოპულარული iPhone-ის გამოშვებით გახდა.