Tot-10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში - JATO Dynamics-ის რეიტინგი

2018 წლის 6 თვე ევროპის საავტომობილო ბაზარმა ახალ სიმაღლეებს მიაღწია. გაყიდულია 8,66 მილიონი ავტომობილი, რაც 2,4%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ეს ციფრები დაფიქსირებულია, მიუხედავად დიზელის ბაზარზე არსებული მწვავე პრობლემებისა. შედეგად კი ამ ტიპის საწვავიანი ავტომობილების გაყიდვები შემცირდა 17%-ით და მათი საერთო წილი 37%-ია, რაც 2001 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

JATO Dynamics-ის კვლევის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ევროპაში მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 4%-ით 4.865 მილიონამდე შემცირდა, ხოლო SUV კატეგორიისა 24%-ით გაიზარდა და 2.92 მილიონი შეადგინა, რაც ამ სეგმენტისთვის ისტორიულად რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება კონკრეტულ ბრენდებს, ლიდერი ამ შემთხვევაში იყო Volkswagen Group 42%-იანი ზრდით SUV სეგმენტში, რაც ყველაზე პოპულარული Volkswagen T-Roc-ის ბაზარზე გამოჩენამ გამოიწვია. ცალკეული მოდელების მხრივ კი ყველაზე გაყიდვადი SUV ამ ხნის განავლობაში არის Nissan Qashqai.

top-10 ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი ევროპაში

1. Volkswagen Golf - 257,550

2. Renault Clio - 185,2343

3. Volkswagen Polo - 163,9244

4. Ford Fiesta - 157,2865

5. Nissan Qashqai - 134,5476

6. Peugeot 208 - 132,7647

7. Volkswagen Tiguan - 129,2378

8. Skoda Octavia - 123,7109

9. Renault Captur - 121,23510

10. Vauxhall/Opel Corsa - 117,981

top-10 ყველაზე გაყიდვადი საავტომობილო ბრენდი

1 Volkswagen - 988,507

2 Renault - 624,443

3. Ford - 573,2504

4. Peugeot - 542,4335

5. Opel/Vauxhall - 493,8026

6. Mercedes-Benz - 460,0557

7. Audi - 432,1918

8. BMW - 428,1859

9. Fiat - 405,51110

10. Skoda - 398,650

რაც შეეხება ქვეყნებს, ყველა სუსტად ამ ხნის განავლობაში მიხუედავად იმისა რომ ის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ბაზარია დიდი ბრიტანეთში მიმდინარე წელს გაყიდვები შემცირებული 6.3%-ით. ყველაზე დიდი ზრდა კი ერთ-ერთ ყველაზე პატარა ბაზარზე რუმინეთშია 33.4%-ი.