ჰენრი ფორდი - ადამიანი, რომელმაც კაცობრიობას ავტომობილი აჩუქა

„როდესაც ფიქრობ, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება უკეთ გააკეთო, ხვდები, რომ შეუძლებელსაც შეძლებ, ამიტომ არასდროს ვაღიარებ შეუძლებლის არსებობას!“, - ეს სიტყვები ჰენრი ფორდს ეკუთვნის, ადამიანს, რომელმაც მსოფლიოს ავტომანქანა აჩუქა.

ჰენრი ფორდი

გასული საუკუნის ყველაზე წარმატებული ბიზნესმენია. წარმოუდგენელი ორგანიზაციული ნიჭით დაჯილდოებულმა ფორდმა უმცირეს დროში, მსოფლიოში ყველაზე დიდ და მძლავრ საავტომობილო ინდუსტრიას ჩაუყარა საფუძველი.

ფერმერის ოჯახში დაბადებული ფორდი 16 წლის ასაკში სახლიდან გაიქცა და დეტროიტში დაიწყო მუშაობა. მომავალი ბიზნესმენის კარიერის დასაწყისი არც ისე წარმატებული იყო. ახალგაზრდა ფორდი დეტროიტში ინჟინრის მოწაფედ სამსახურის დაწყებიდან ერთ კვირაში, სამუშაოდან დაითხოვეს. იგივე შედეგით დასრულდა მესაათეს და გემების ძრავების შემკეთებელ სახელოსნოებში სამსახურის დაწყების მცდელობებიც. მისი პირველი სტაბილური სამსახური თომას ედისონის ელექრო კომპანია (Edison Illuminating Company) იყო. ფორდი სწრაფად მიიწევდა წინ და მალე კომპანიაში მთავარი ინჟინრის პოსტიც დაიკავა.

bpn

bpn

1908 წელს ფორმამ პირველი სერიული ავტომობილი Ford T გამოუშვა. პრაქტიკულმა და იაფმა მანქანამ ფორდს წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა. მასიურმა წარმოებამ ფორდს ფასის შემცირების საშუალება მისცა. თუ 1910 წელს ახალთახალ Ford T-ში რიგითი ამერიკელი 850 დოლარს იხდიდა, 1913 წლისთვის ამ ციფრმა 550 დოლარამდე დაიწია. იმ დროს მსოფლიოში არსებული ავტომობილების 10 % სწორედ Ford T-ზე მოდიოდა.

1914 წელს კომპანიის მოგებამ მოსალოდნელ ზღვარს გადააჭარბა. „მივხვდით, რომ მყიდველს რეალურ ფასზე მეტი გადავახდევინეთ“, – თქვა ფორდმა და  კლიენტებს, რომლებმაც იმ წელს შეიძინეს მანქანები, გადახდილი თანხიდან 50-50 დოლარი (იმ პერიოდისთვის არცთუ ცოტა თანხა) უკან დაუბრუნა. ამ ფაქტმა აქციონერები აღაშფოთა და მათი დაწყნარება იოლი არ აღმოჩნდა; მაგრამ მალევე „ფორდის“ მარკის მანქანების შეძენა მათაც დაიწყეს, ვინც მანამდე საერთოდ არ ფიქრობდა მანქანის ყიდვას. თუმცა, როგორც ამბობენ, მედალს ორი მხარე აქვს. „ფორდის“ მარკის მანქანები მეორად ბაზარზე სწრაფად იყიდებოდა და დროთა განმავლობაში ამან გარკვეულწილად ბრენდის გაუფასურება გამოიწვია.