როგორ გამოიყურება სოფი ლორენის ყოფილი ვილა, რომელიც 19 მლნ ევროდ იყიდება

რომში სოფი ლორენის ყოფილი ვილა იყიდება, სადაც ვარსკვლავი საკუთარ ქმართან, კინოპროდიუსერ კარლო პონტთან ერთად 1950-იან წლებში ცხოვრობდა.სახლის ღირებულება, რომელიც კოლიზეუმიდან ორ ნაბიჯში მდებარეობს, 19 მლნ ევროა.

სახლში დღემდე შემორჩენილია ძველებური ჭერი. მეორე სართულზე არის 5 საძინებელი ოთახი და ბიბლიოთეკა. სახლის მთავარი „მარგალიტი“ კი არის ოთახი ქვის თაღებითა და იატაკით, რომელიც რომაული მოზაიკითაა გაფორმებული.

ცნობისთვის, სოფი ლორენისა და კარლო პონტის აქ ცხოვრებისას სახლს, რომელსაც საკუთარი ავტოფარეხი და აუზიც აქვს, ხშირად სტუმრობდნენ: ფედერიკო ფელინი, ვიტორიო დე სიკა, რობერტო როსელინი.

იხილეთ ფოტოები