როგორია მობილური ოპერატორების შემოსავლები

მობილური ოპერატორების საცალო შემოსავალი (დღგ-ს და აქციზის გარეშე) 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, 39,977 მლნ ლარზე მეტია, მაშინ როცა წინა წლის ივნისის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 37,269 მლნ ლარზე მეტი იყო.კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ვებგვერდზე არსებული სტატისტიკური მონაცემებით, შემოსავლების მიხედვით ბაზარზე „მაგთიკომი“ ლიდერობს, რომლის საცალო შემოსავალმაც საანგარიშო პერიოდში 18,640 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. 

„მაგთის“ შედარებით მცირედით ჩამორჩება „ჯეოსელი“, რომლის შემოსავალიც 2018 წლის ივნისის მდგომარეობით, 14,850 მლნ ლარზე მეტი იყო. მე-3 პოზიციაზე კი „ვიონი საქართველოა“ (ბილაინი), რომელმაც მიმდინარე წელს 6,407 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ბაზარზე მოქმედ სხვა კომპანიებს, მათი შემოსავლები ამ ორი კომპანიისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულია. კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისის მონაცემებით, „სილქნეტის“ საცალო შემოსავლებმა - 63,593 ლარზე; ხოლო „ჯიმობაილის“ - 15,374 ლარზე მეტი შეადგინა.