გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 2 ფაქტი გამოავლინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპრატამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ უფლისციხისა და სოფელ სკრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვრის კალაპოტში, მოქალაქეები გასაბერი ნავიდან ელექტროშოკური აპარატისა და ჩოგანბადის გამოყენებით თევზის მოპოვებას ახდენდნენ.
„ჯამში მოპოვებული ჰქონდათ 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახეობის თევზი. ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშუალის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შსს-ს შესაბამის რაიონულ პოლიციაში“, - ნათქვამია განცხადებაში.