დონალდ ტრამპი: ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები შესანიშნავად მუშაობს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სავაჭრო ტარიფები, რომელიც ვაშინგტონმა ჩინეთს დაუწესა იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე წარმოედგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„ტარიფები იმაზე უკეთ მუშაობს, ვიდრე წარმომედგინა. ჩინეთის ბაზარი ბოლო 4 თვის განმავლობაში 27%-ით დაეცა და ისინი ჩვენთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ჩვენი ბაზარი კი იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე და მნიშვნელოვნად გაიზრდება მას შემდეგ, რაც ეს შეთანხმებები შედეგიანად დასრულდება“ - დაწერა მან.

ამერიკის ლდეირმა დასძინა, რომ ტარიფების შედეგად, აშშ ბევრად მდიდარი გახდება. „ჩვენ მათ ვიყენებთ სამართლიანი სავაჭრო შეთანხმებისთვის, და თუ ამ ქვეყნებს მაინც არ სურთ უწინდებურად არ აწარმოონ მოლაპარაკებები, ისინი ტარიფების სახით დიდ თანხებს გადაგვიხდიან“ - აცხადებს თეთრი სახლის ლიდერი.

პრეზიდენტის აზრით, ჩინეთი პირველად გამოდის აშშ-ს წინააღმდეგ სუსტად. მისი მტკიცებით ჩინეთის ხელისუფლება ხარჯავს უამრავ სახსრებს რეკლამაზე და მცდელობაში, დაარწმუნოს საზოგადოება ამერიკელი პოლიტიკოსების მცდარ ნაბიჯებში.

მისი განცხადებით, გადასახადებმა ძალიან დიდი დადებითი გავლენა იქონიეს ამერიკის სამშენებლო სექტორზე და ამერიკის ბიუჯეტშიც უფრო მეტი თანხა შემოდის. მან ასევე გააკრიტიკა სხვა ქვეყნებიც, რომლებიც გადასახადებს ამერიკის წინააღმდეგ იყენებენ.

კოკა კვირკველია