აშშ რუსეთის ენერგოსექტორზე ახალ სანქციებს განიხილავს

ამერიკელი სენატორები აპირებენ, ხელისუფლებას იმ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოსთხოვონ, რომლებიც რუსეთის ენერგოსექტროში 250 მილიონის ოდენობით ინვესტირებას ახორციელებენ ან დაკავშირებულები არიან რუსეთის სახელმწიფო სექტორთან.

ამას ითვალისწინებს კანონპროექტი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს.

როგორც კანონპროექტის ტექსტში წერია, ქვეყნის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება 180 დღის განმავლობაში.

საუბარია ნებისმიერ პროექტზე, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის სახელწმიფოს ან სახელმწიფო კორპორაციების მიერ და რომელთა საერთო მოცულობა 250 მილიონ დოლარს აღემატება. კანონპროექტი ასევე ავალდებულებს ქვეყნის ხელისუფლებას სანქციები დაუწესოს ყველა იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სანავთობო მრეწველობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

კანონპროექტის ავტორია დემოკრატი სენატორი რობერტ მენენდესი, თანაავტორები რესპუბლიკელები ლინდსი გრემი, ჯონ მაკეინი, კორი გარდნერი და დემოკრატები ბენ კარდინი და ჯინ შაჰინი.

კოკა კვირკველია