იაპონიის საფონდო ბირჟებზე მოვაჭრე კომპანიების საერთო საბაზრო ღირებულებამ ხუთშაბათს გამართული ვაჭრობის შედეგად 6,17 ტრილიონი დოლარი შეადგინა და მსოფლიოს უმსხვილეს საფონდო ბირჟებს შორის ჩინეთის (6,09 ტრილიონი დოლარი) გადასწრებით მეორე ადგილზე გადავიდა.
როგორც Bloomberg-ი წერს, ჩინეთის საფონდო ინდექსი Shanghai Composite-ი პარასკევის ვაჭრობისას 2%-ით გაუფასურდა, ხოლო Shenzhen Composite-ის 2,4%-ით. აღნიშნული დაკავშირებულია აშშ-ის შესაძლო ნაბიჯზე, რომელიც 200 მილიარდის აშშ-ში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე აქამდე გაცხადებული 10%-იანი გადასახადის 25%-მდე გაზრდას გულისხმობს.
იაპონური საფონდო ბირჟა Nikkei კი მხოლოდ 1%-ით შემცირდა.
ჩინურმა საფონდო ბირჟამ იაპონურს პირველად 2014 წელს გადაასწრო, მაშინ მათი საერთო მოცულობა 10 ტრილიონს აღემატებოდა. თუმცა მხოლოდ 2018 წელს Shanghai Composite-მა დაკარგა 16% აშშ-სთან სავაჭრო ომის მოლოდინის გამო.
მსოფლიოში უმსხვილეს საფონდო ბირჟად კი აშშ რჩება, რომლის კაპიტალის საერთო მოცულობა 31 ტრილიონი დოლარია. აქედან 1 ტრილიონი კომპანია Apple-ზე მოდის.
კოკა კვირკველია