ირლანდიაში ციხესიმაგრე, სადაც ცნობილი სერიალის „სამეფო კარის თამაშების“ ეპიზოდები გადაიღეს, იყიდება.უძრავი ქონების ფასი 41 მილიონ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას lonelyplanet.com ავრცელებს.
ციხესიმაგრე, სახელწოდებით "ჰოსფორდი" მდებარეობს არმას საგრაფოში. 1921 წლამდე ციხესიმაგრე ეკუთვნოდა გრაფ ჰოსფორდს. იქ ცხოვრობდნენ სამხედროები, ასევე განთავსებული იყო მძევლების ბანაკი.
ომის შემდგომ ციხესიმაგრე გადაეცა ბრიტანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც იქ პარკი გახსნა. 1983 წლიდან კი ციხესიმაგრეში მოქმედებს სასტუმროც.
იმის გამო, რომ ამ ციხესიმაგრეში „სამეფო კარის თამაშები“ გადაიღეს, ის ტურისტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს.