2018 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში მედიკამენტების ექსპორტი 3.1 მლნ ამერიკული დოლარით შემცირდა.
კერძოდ, თუ მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში დაფასოებული მედიკამენტების ექსპორტმა 64.1 მლნ დოლარი შეადგინა, 2017 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 67.2 მლნ იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-5 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 4% შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის 1-ელ 6 თვეში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 985.9 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტი 1 593.6 მლნ აშშ დოლარს, ხოლო იმპორტი 4 392.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.