როგორი იქნება საქართველოში აწყობილი სახანძრო მანქანები (+ფოტო)

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის შალვა ხუციშვილის განცხადებით, „ზილის“ ტიპის ძველი სახანძრო მანქანები საქართველოში აწყობილი მანქანებით ჩანაცვლდება.bpn

საცდელი მანქანების აწყობა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტაში“ სექტემბრიდან დაიწყება. უკვე შემუშავებულია პროტოტიპი, რომლის საინჟინრო გათვლებს ამჟამად ავსტრიული კომპანია „როზენბაუერი“ აკეთებს.

bpn

ამასთან, ხუციშვილის ცნობით, პროტოტიპის შექმნაში „დელტასა“ და „როზენბაუერის“ წარმომადგენლების გარდა, მეხანძრე-მაშველებიც მონაწილეობდნენ.

bpn

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, საქართველოში აწყობილი მანქანები მულტიფუნქციური და სწრაფ რეაგირებაზე იქნება გათვლილი. მისივე თქმით, საზოგადოებას აგვისტოს ბოლოს ეცოდინება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი მანქანის ჩანაცვლებაა საჭირო, რათა რაიონების ავტოპარკი განახლდეს.