აუქციონზე 15 მილიონი ლარის  ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 15 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

აუქციონში მონაწილეობა მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 33 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.700 პროცენტით, მაქსიმალური 7.820 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.789 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 8.000 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.