ამერიკის ენერგეტიკის სამინისტროს საინფორმაციო სამმართველომ (EIA) მიმდინარე და მომდევნო წელს აშშ-ში ნავთობის მოპოვების პროგნოზი შეამცირა. ინფორმაციას ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია ავრცელებს.
EIA-ის ყოველთვიური პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს აშშ-ში ნავთობის მოპოვება შეადგენს 10,7 მლნ ბარელს დღე-ღამეში, რაც ნაკლებია ივლისის პროგნოზთან (10,79 მლნ ბარელი/დღე-ღამეში) შედარებით.
პროგნოზის მიხედვით, 2019 წელს ნავთობის წარმოება დღე-ღამეში 11,8 მლნ ბარელის ნაცვლად, საშუალოდ 11,7 მლნ ბარელი იქნება.
EIA არის აშშ-ის ფედერალურ სტატისტიკურ სისტემაში დამოუკიდებელი სააგენტო, რომელიც პასუხისმგებელია ენერგიასა და ენერგეტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე, ანალიზსა და გავრცელებაზე. ის აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს ქვეგანყოფილებას წარმოადგენს.