2018 წლის მეორე კვარტალში საქართველოს გზებზე მომხდარი ავტოკატასტროფების შედეგად 122 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში. 6 თვეში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 229 შეადგინა.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის 6 თვეში ქვეყანაში სულ 3 090 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 2 662 მხოლოდ აპრილი-ივნისის პერიოდში. მთლიანი შემთხვევებიდან 104 გამოწვეული იყო სიმთვრალით.
შსს-ს სტატისტიკით, 6 თვის განმავლობაში 4 389 ადამიანი დაზარალდა. პირველ კვარტალში ავტოავარიების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი შეადგენდა 1 986-ს, მეორე კვარტალში კი 2 403-ს.
როგორც ამ სტატისტიკიდან ჩანს, 2018 წლის მეორე კვარტალში ამავე წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა როგორც ავარიების შემთხვევები, ასევე გარდაცვლილთა და დაზარალებულთა რიცხვი. აქედან აშკარაა, რომ მიუხედავად ხელისუფლების მცდელობისა, გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი არ მცირდება.
რაც შეეხება 2017 წელს, შარშან ქვეყანაში სულ 6 079 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, აქედან 160 შემთხვევა გამოწვეული იყო სიმთვრალით. შსს-ს სტატისტიკით, შარშან ავარიების შედეგად დაზარალდა 8 461 ადამიანი, 517 კი გარდაიცვალა.