აშშ-ის ხელისუფლებამ იმ ჩინური პროდუქციის ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელსაც 23 აგვისტოდან ამერიკულ საბაჟოებზე გაზრდილი ტარიფებით დაბეგრავენ და რომელთა საერთო მოცულობა 16 მილიარდ დოლარს შეადგენს.ჩამონათვალში მოხვდა 279 დასახელების პროდუქცია, რომლებზეც 25%-მდე გაიზარდა გადასახადი.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ მოსწონს ის სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ამერიკას ჩინეთთან ვაჭრობაში აქვს. მან ივნისში გამოაცხადა, რომ ჩინეთის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების ქურდობის გამო და იმის გამოც, რომ ჩინეთი არასამართლიანად იქცევა ვაჭრობის საკითხებში, ვაშინგტონი იღებს გადაწყვეტილებას, 25%-იანი ტარიფები დააწესოს ჩინეთიდან იმპორტირებულ 50 მილიარდის საქონელზე. თეთრი სახლის ამ ნაბიჯს პეკინმა სარკისებრი პასუხი მყისიერად გასცა.
ამის შემდეგ კი ამერიკამ გამოაცხადა დამატებით 200 მილიარდის საქონელზე 10%-იანი გადასახადის დაწესება, რაც ახსნა იმით, რომ პეკინს არ სურს შეცვალოს აშშ-სთან უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა.
კოკა კვირკველია