საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში, 3000 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ლ.ჰ.-სა და გ.ჟ.-ს, არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური და კუთვნილი ხელბარგის დათვალიერებისას აღმოაჩნდათ.