„მარკეტინგი ეს ომია, სადაც კონკურენტი მტერია, მომხმარებელი კი, დასაპყრობი ტერიტორია“

„თუკი მარკეტინგი ომია, რაც ხელთ გვაქვს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნავენ წიგნში „მარკეტინგული ომები“ ავტორები და მკითხველს ამ ომების 2 500-წლიან ისტორიას აცნობენ.

„ბრძოლის დაწყებამდე“ კი, მარკეტოლოგებს ავტორები ურჩევენ, განსაზღვროთ მოქმედი პოზიცია მომავალ ბრძოლის ველზე, კონკრეტულად კი პროდუქტის ან მომხმარებლის ტვინში. „ამ ბრძოლის ყველაზე მშვიდობიანი გზა მარკეტინგული კვლევის ჩატარებაა“, – აღნიშნავენ ავტორები.

bpn

bpnწიგნი „მარკეტინგული ომები“ 1986 წელს ორმა ამერიკელმა მკვლევარმა - ელ რაისმა და ჯეკ ტრაუტმა გამოსცეს. ის გამოსვლისთანავე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. წიგნმა თავის დროზე მარკეტინგული გადატრიალება მოახდინა მარკეტოლოგებში და კონკურენტული ომების მეთოდოლოგიაში. „მარკეტინგული ომები“ მსოფლიოში ათობით ათასი პროფესიონალის სამაგიდო წიგნი გახდა და დღეს ფაქტობრივად, შეუძლებელია იპოვოთ მარკეტინგის სპეციალისტი, კომპანიის ხელმძღვანელი ან მენეჯერი, რომელიც წიგნს ყოველდღიურ საქმიანობაში არ იყენებს. წიგნში მრავლად არის მოყვანილი წარმატებული და წარუმატებელი მარკეტინგული კამპანიების მაგალითები, რისი წყალობითაც „მარკეტინგული ომები“ ძალიან საინტერესო წასაკითხია.