ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფორმაციით, დაწყებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე აღრიცხული ქონების მონაცემების დიგიტალიზაცია, მათი ქაღალდიდან ციფრულ მატარებლებზე გადატანა და ელექტრონული ფორმით შენახვა.
როგორც სერგეენკომ განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ქონების აღრიცხვის პროგრამა 2011 წლიდან მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით აღრიცხულია 67 ათასი ოჯახის ქონება.
„გარდა ამისა, იწყება ველზე გასვლები დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში, სადაც უფრო მეტი ვალიდაცია და ვერიფიკაცია მოხდება. ძირითადად ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა და ახლა ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობა ჩაერთვება. ბევრი რამ იცვლება და ფართოვდება ტექნოლოგიურად“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.