ზესტაფონში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

მათივე  ცნობით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში, მდინარე ყვირილაზე, მოქალაქე ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით ახდენდა თევზის მოპოვებას.

„მომხდარზე შედგა შესაბამისი აქტი. ვინაიდან, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეგზავნა“, - აცხადებენ სამინისტროში.