Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,54 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:10 საათზე ერთი დოლარი 2,54 ლარად ივაჭრება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4687ლარია.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8622 ლარია. 

ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.