ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტომანქანები შეფერხებით გადაადგილდებიან

ძლიერი წვიმის გამო, ბათუმი - ჩაქვის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებით ხორციელდება.

ცენტრალურ საავტომობილო გზაზე წყლის მასა ავტომობილებს გადაადგილებაში ხელს უშლის.

მოძრაობა ასევე შეფერხებულია ბათუმის შესასვლელშიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცენტრალურ გზაზე მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი და ავტომობილების მოძრაობას აწესრიგებს.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით აჭარაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა, ბათუმსა და ქობულეთში კი ქუჩები დაიტბორა.