საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების საფუძველზე უცხოელებს შეუძლიათ უვიზოდ შემოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.ამის შესახებ ინფორმაცია მიგრაციის სამთავრობო კომისიის 2017 წლის „ლეგალური იმიგრაციის გზამკვლევშია“ მოცემული.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ 94 ქვეყნის მოქალაქეებს.
ეს ქვეყნებია:
ავსტრალია, ავსტრია, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ანდორა, ანტიგუა და ბარბუდა, არაბთა გაერთიანებული საამიროები, არგენტინა, არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები, ახალი ზელანდია, ბარბადოსი, ბაჰრეინი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბელარუსი, ბელგია, ბელიზი, ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბოტსვანა, ბრაზილია, ბრუნეი-დარუსალამი, ბულგარეთი, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, დომინიკის რესპუბლიკა, ელ-სალვადორი, ეკვადორი, ესპანეთი, ესტონეთი, თურქეთი, თურქმენეთი, იაპონია, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, კანადა, კატარი, კვიპროსი და კოლუმბია.
გარდა ამისა, მსგავსი ქვეყნების ჩამონათვალშია ასევე:
კორეა, კოსტა-რიკა, ლატვია, ლიტვა, ლიბანი, ლიხტენშტაინი, ლუქსემბურგი, მავრიკი, მალაიზია, მალტა, მექსიკა, მონაკო, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, ომანი, პანამა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთის ფედერაცია, საბერძნეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სან-მარინო, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია, სეიშელის კუნძულები, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სერბეთი, სინგაპური, სლოვაკეთი, სლოვენია, სომხეთი, ტაილანდი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ფარერის კუნძულები და გრენლანდია, ფინეთი, ქუვეითი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, წმინდა საყდარი, ხორვატია, ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი, ჰონდურასი და იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის და ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
ასევე დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - „ლესე-პასეს” (Laissez-passer) მფლობელ უცხოელებს.