წინასწარი მონაცემებით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 24.4%-ით გაიზარდა

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 051.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.4 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 1 870.4 მლნ აშშ დოლარი (28.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 181.1 მლნ აშშ დოლარი (22.9 პროცენტით მეტი) იყო.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა საანგარიშო პერიოდში 3 310.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.9 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გამოქვეყნდება.