ბოლო 5 წელიწადში მობილური ინტერნეტის ფასი 2,5-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.
კერძოდ, კომისიის ცნობით, 0.5-0.7 მეგაბაიტის ღირებულება 2013 წელს - 10 ლარი; 2017 წელს კი 3 ლარი იყო. შესაბამისად, კომისიის მონაცემებით, ამ პერიოდში მობილური ინტერნეტი 59%-ით არის გაიაფებული.
ამასთან, კომისიის ინფორმაციით, 2010 წლის შემდეგ, რეკორდულად გაიზარდა მობილურ ინტერნეტზე მოთხოვნა. კერძოდ, 2010-2017 წლებში მობილური ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიონი აბონენტით არის გაზრდილი.