"ლართან დაკავშირებით მთავრობას სათანადო გეგმა აქვს, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს"

ლართან დაკავშირებით მთავრობას სათანადო გეგმა აქვს, რომ სტაბილურობა უზრუნველყოს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, კურსთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციები მთავრობასთან მუდმივად იმართება.

„ლართან დაკავშირებით ჩვენ მუდმივი კონსულტაციები გვაქვს მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, ეს მიზანი მიღწეული იქნება. არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი. ასევე, იმედი გვაქვს, საერთაშორისო ტენდენციებიც ჩვენთვის სახარბიელო იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.