გერმანიაში გვალვამ სოფლის მეურნეობას მილიარდიანი ზარალი მიაყენა

გერმანიის რეგიონალური ხელისუფლების პირველადი ინფორმაციით, რამდენიმეკვირიანმა გვალვამ ქვეყანას მილიარდ ევროზე მეტი ზარალი მოუტანა.

სააგენტო dpa-ის ინფორმაციით, სხვადასხვა მიწების მხრიდან გამოგზავნილი მონაცემებით, დათვლილმა ზარალმა უკვე შეადგინა 1,1 მილიარდი ევრო. ასე მაგალითად შლეზვიგ-ჰოლშტეინმა 422 მილიონით, საქსონიამ - 308 მილიონით, საქსონია-ანჰალტმა - 237 მილიონით, ჰესენმა კი 150 მილიონი ევროთი იზარალეს.

დღეს ფედერალური ხელისუფლების მორიგი „კრიზისული შეხვედრა“ გაიმართება, რომელიც აღნიშნულ პრობლემას მიეძღვნება. შესაბამისად, დღეს წარმოდგენილი უახლესი ინფორმაციით, ზარალის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს კიდეც. ხელისუფლება სავარაუდოდ, მიიღებს გადაწყვეტილებას დაზარალებულებისათვის კომპენსაციის გადახდაზეც.

კოკა კვირკველია