საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,წითელი ხიდი“ და ,,სარფი“, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამურად, 9480 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ზ.მ.-სა (7760 ღერი) და დ.ბ.-ს (1720 ღერი) არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას აღმოუჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ პირებს ავტომობილების სალონებში მალულად ჰქონდათ განთავსებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს ზ.მ.-ს სანქციის სახით, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს მოქალაქეს დ.ბ.-ს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი.