ბათუმის საავტორო ფილმების XIII საერთაშორისო კინოფესტივალი 2018 წლის 16-23 სექტემბერს ჩატარდება.კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების მიღება 2018 წლის პროგრამისთვის. BIAFF 2018 ფესტივალის სრული პროგრამა გამოცხადდება 1 სექტემბერს. აგვისტოს შუა რიცხვებიდან პერიოდულად დაანონსდება ფესტივალის სხვადასხვა სექციების მონაწილე ფილმების სია.
კინოფესტივალი 16 სექტემბერს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე ქართული კინოს 110 წლისთავის აღსანიშნავად დაგეგმილია ქართული კინოკლასიკის უხმო ფილმის „ჩემი ბებია“ (რეჟისორი - კოტე მიქაბერიძე) ჩვენება, რომლის მუსიკალურ გაფორმებას შეასრულებს ცნობილი ქართველი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი. გახსნის ცერემონიაზე ასევე, დაგეგმილია ქართველი კინოოპერატორის - ლომერ ახვლედიანის დაჯილდოება BIAFF-ის სპეციალური პრიზით კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის.
კინოჩვენებები გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე:
• კინოთეატრი «აპოლო»
• სასტუმრო „უინდჰემის“ კონფერენს დარბაზი
• «კინოჩვენებები ღია ცისქვეშ» ერას მოედანზე
კინოფესტივალის პროგრამა - პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან - საერთაშორისო კონკურსი (მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი), რეტროსპექტივები, დიდოსტატთა კოლექცია, ქართული პანორამა, ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია.
2018 წლის კინოფესტივალზე სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30 ქვეყნიდან.
კინოფესტივალის პრიზები - გათვალისწინებულია პრიზების შემდეგი კატეგორიები:
- მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსი - გრან პრი, საუკეთესო რეჟისურა, საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი, საუკეთესო ქალის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი.
- დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
- მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი - საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი
- კინოფესტივალის ყოველწლიური პრიზი მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის (ე.წ. LIFETIME ACHIEVEMENT) - ქართველი და უცხოელი კინომოღვაწესთვის
მასტერკლასები - კინოფესტივალზე სტუმრის სტატუსით ჩამოსული კინორეჟისორების მიერ ორგანიზებული იქნება საინტერსო მასტერკლასები კინემატოგრაფიის სტუდენტებისთვის და კინოს სფეროთი დაინტრესებული პირებისთვის
კინოფესტივალზე დასწრება - კინოსეანსებზე დასწრება უფასოა! კინოთეატრ "აპოლო"-ში კინოჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა წინასწარ “უფასო ბილეთების” (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება. იმის გათვალისწინებით, რომ "აპოლოში" მხოლოდ 160-მდე ადგილია, დასწრების მსურველებმა უმჯობესია აიღონ ე.წ. "უფასო ბილეთები” ადგილის რეზერვაციის მიზნით.
მედია აკრედიტაცია - სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებმა აკრედიტაციისთვის უნდა შეავსონ შესაბამისი ფორმა, რომელიც განთავსებულია ფესტივალის საიტზე - http://biaff.org/media-acreditation კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფესტივალის ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან - http://www.biaff.org; www.facebook.com/biaffbatumi;
დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტოი ინფორმაცია - info@biaff.org, აკრედიტაციისთვის - press@biaff.org; ტელ: 599-482181
კინოფესტივალის ორგანიზატორი - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.
Batumi will host XIII edition of BIAFF (Batumi Art-house Film Festival)
XIII Batumi International Art-house Film Festival will be held in Batumi during September 16-23 September, 2018, closed film submission on 5 August. Festival organizer is “Batumi Art-house ARGANI”, official partner – Batumi City Hall.
BIAFF festival management finalized the submissions to festival. The complete program will be published by 1 September, 2018. Starting from the middle of August, BIAFF management will periodically announce the films of various sections of program.
Festival will be opened on 16 September, at Batumi State Musical Center. As a tribute to 110 anniversary of Georgian cinema during opening will be screened Georgian classical silent film “My Grandmother” (director – kote Mikaberidze) with musical accompaniment of famous Georgian pianist Dudana Mazmanishvili. Famous Georgian DoP Lomer Akhvlediani will be awarded with BIAFF special prize for contribution to cinema.
BIAFF film screenings locations:
- Cinema “Apollo”
- Hotel “Wyndham” conference hall
- OPEN AIR cinema at ERA Square
BIAFF festival program - consists of following sections: International Competition (Feature, Doc, Shorts), Master Collection, Georgian Panorama, Special Screenings etc.
During BIAFF 2018, in different sections will be presented around 40 full length feature and Doc films and 40 shorts films from around 35 countries.
Master classes – part of festival program are workshops and master classes organized by festival guests (film makers, producers, actors etc.).
BIAFF Prizes – festival award prizes in following nominations:
- Feature film competition - Grand Prix, Best Director, Best Male Actor, Best Female Actor, Jury Special prize
- Doc Film Competition - Best Doc , Jury Special prize
- Short Films Competition - Best Film, Best Director
- Special prizes - Award for lifetime achievement in world cinema (foreign film maker), Award for outstanding contribution in cinematography (Georgian film maker), Special prize of BIAFF committee
How to Attend BIAFF festival - Attending Film Screenings are free of charge. To attend film screenings in cinema APOLLO person should take “FREE TICKETS” (it is used for better control and access to film screenings) in cinema APOLO at BIAFF info center.
Media Accreditation – representatives of various media, can apply for accreditation via online - http://biaff.org/media-acreditation
Festival Supporters– Ministry of Culture of Georgia, Georgian National Film Center, Ministry of Cultura of Ajara AR, Tourism Department of Ajara AR, National Tourism Agency of Georgia, British Council, Goethe Institute Georgia, Embassy of Italy
Festival Sponsors – Hotel Wyndham Batumi, Cinema APOLLO, Hotel “Holland Hoek”, Hotel “Rcheuli”, Hotel “Mardi Plaza”, HQ propaganda, Tour Company “Wonderland”, Batumi Auto transport
Festival Media Partners – Georgian Public Broadcaster, Radio Fortuna/Fortuna+, Adjara TV, Batumi TV, Publicity Group (www.publicity.ge), www.newswire.ge, Film New Europe (www.filmneweurope.com), Cinemania, AT.GE, Newspaper BATUMELEBI, netgazeti.ge
Contact information: Tel: 599-482181, info@biaff.org , For accreditation – press@biaff.org
R